ახალ მინისტრები მუშაობას შეუდგნენ

14 ნოემბერი 2017, 00:00 3217 ნახვა

მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან. შინაგან საქმეთა, განათლებისა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს უფლებამოსილებები შეუწყდათ.  

საკადრო ცვლილებების შედეგად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან და დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად. ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი მღებრიშვილი და აღნიშნული პოსტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა. მას ასევე დაეკისრა ვიცე პრემიერის მოვალეობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი