მიწისძვრა ირანსა და ერაყში

13 ნოემბერი 2017, 00:00 4758 ნახვა

მიწისძვრა ირანსა და ერაყში. 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. 1800-ზე მეტმა მოქალაქემ კი სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიიღო.

მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. მათ ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს. ბაღდადის მეჩეთებში ლოცვას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. რყევებმა ნგრევა ძირითადად 8 სოფელში გამოიწვია, რამდენიმე სოფელში ელექტროენერგია და სატელეკომუნიკაციო საშუალებები გაითიშა. ერაყის პრემიერმა სამოქალაქო დაცვის სამსახურებს ბუნებრივ კატასტროფასთან საბრძოლველად დირექტივები მისცა.
 

ირანში წითელი ჯვრის წარმომადგენლის განცხადებით, მაშველების მუშაობას მეწყრის კერები აფერხებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის ქურთისტანის სამხრეთ-დასავლეთში დაფიქსირდა. რყევები თურქეთში, ისრაელსა და კუვეითშიც იგრძნობოდა. 

ამავე კატეგორიაში