პირველი სამუშაო დღე უკვე დაიწყეს მაღალმთიანეთის არჩეულმა მერებმაც. ხულოს ახალი მერი გოჩა მელაძეა, შუახევს ფრიდონ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს, ქედას კი ლევან გორგილაძე. მათ უკვე გამართეს თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი, ისინი არც რეორგანიზაციას გამორიცხავენ.