მესამე სექტორი დარღვევებზე

12 ნოემბერი 2017, 00:00 2432 ნახვა

მთელი დღის განმავლობაში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები მედია ცენტრიდან გვაწვდიან. „სამართლიანი არჩევნების მიერ მოწოდებული 15 საათის მონაცემებით, არჩევნების პროცესი ექვსივე თვითმმართველ ორგანოში ძირითადად მშვიდად და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. 

ორგანიზაციის  დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში კი 10 საჩივარი, ჩანაწერთა წიგნში შუა დღის მონაცემებით დაფიქსირებულია 2 შენიშვნა. სამართლიანი არჩევნების გარდა საარჩევნო პროცედურას ექვსივე ქალაქში „მრავალეროვანი საქართველოსა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  წარმომადგენლები აკვირდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი