ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. იგი წინასაარჩევნო გარემოს საგანგაშოდ აფასებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. კანდიდატის შტაბმა წარმოადგინა სქემაც, რომელიც მათი მტკიცებით „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს ეკუთვნის. კონსტანტინე შარაშენიძის მტკიცებით, არჩევნების პროცესი გაყალბდება და მოიგებს მმართველი გუნდის კანდიდატი.
თუმცა მათ დღეს ვერ დაასაბუთეს საიდან მოიპოვეს აღნიშნული დოკუმენტი და რის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ის ნამდვილად „ქართული ოცნების“ მიერაა შედგენილი. მმართველ გუნდის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ მერობის დამოუკიდეელი კანდიდატისგან ეს ერთგვარი პროვოკაციაა და არჩევნების მეოპრე ტური მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდება.