რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვა, რომელიც გუშინ შსს წამორმაგდნელებმა იპოვეს, აცხადებს, რომ მასზე ძალადობა არავის განუხორციელებია. მისივე თქმით, არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს.
შეგანხსებეთ, გუშინ ოზურგეთში, გიორგი როყვას გამოჩენამდე, აქცია გაიმართა, სადაც აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატის შტაბის მხრიდან როყვაზე ძალადობა განხორციელდა, მართლა გაუგზავნა თუ არა მან მესიჯები კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წარმომადგენელს გიორგი სირაძეს, პასუხობს, რომ არანაირი მესიჯები არ გაუგზავნია, ხოლო კითხვა, გაგზავნილია თუ არა სირაძის მიერ გასაჯაროებული მესიჯები მისი ტელეფონიდან, უპასუხოდ დატოვა. გიორგი როყვამ გამოკითხვის შემდეგ ინტერვიუ ''გურია ნიუსს'' მისცა.