EPG თანამშრომელი ელექტრო ბოძიდან ჩამოვარდა

03 ნოემბერი 2017, 00:00 3137 ნახვა

''ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი, სამუშაოს შესრულების დროს  დაშავდა. ახლობლების ინფორმაციით, ხვიჩა შანთაძე ელექტრო გადამცემ ბოძზე მუშაობდა, ბოძი გადატყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა.  

შემთხვევა ხულოში, სოფელ ძირკვაძეებში, დღისით მოხდა. თავდაპირველად დაშავებული მუშა ხულოს საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა,  მოგვიანებით, მისი ბათუმში გადმოყვანა გახდა საჭირო.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს აქვს ბარძაყის მოტეხილობა, პაციენტი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. “ პაციენტი კლინიკაში პოლიტრამვის დიაგნოზით მოიყვანეს, ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე. იმყოფება მექანიკურ ვენტილაციაზე. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულად ჩავერევით” - აცხადებს რეანიმატოლოგი გალაქტიონ ტვილდიანი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი