„ნამე“ ტოკიოს კინოფესტივალზე

29 ოქტომბერი 2017, 00:00 3422 ნახვა

ამ  წუთებში  ტოკიოში,  30-ე  საერთაშორისო კინოფესტივალის   საკონკურსო პროგრამის ფარგლებში  ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს“ ჩვენება მიმდინარეობს. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი მარისკა დიასამიძე უკვე მე 5 დღეა  ტოკიოში იმყოფებიან და ჟიურის გადაწყვეტილებას ელოდებიან.  „ნამეს“ მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით,   ფილმის ჩვენება ორჯერ,  30 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს გაიმართება.  “ნამე” ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტი და საქართველო - ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია .

ზაზა ხალვაშმა ძირითადად არაპროფესიონალი და დებიუტანტი მსახიობები შეარჩია, ფილმზე  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  2 ოპერატორმა  ალეკო აბაშიძემ და  მამუკა ჩხიკვაძემ იმუშავა. მასში  მონაწილეობენ   ხულოს სახელმწიფო თეატრის მსახიობები.  მთავარ საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ 15 ფილმს, 5 პროფესიონალი ჟიური შეაფასებს, რომელიც გამარჯვებულებს, ტოკიოს გრან-პრის, ჟიურის სპეციალურ პრიზს, ასევე საუკეთესო რეჟისურის, სამსახიობო შესრულებისა და სცენარისთვის პრიზებს გადასცემს.

ამავე კატეგორიაში