ბინები დევნილებისთვის

27 ოქტომბერი 2017, 00:00 3576 ნახვა

აჭარაში მცხოვრებ 21 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა. გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა. უძრავი ქონება მათ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაუკანონდებათ. აქამდე მართზომიერ მფლობელობაში არსებული ფართის მესაკუთრე ქვეყნის მასშტაბით სულ 240  დევნილი ოჯახი გახდება.  

მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებშია გაწერილი. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სხდომაზე, თვითმმართველობის არჩევნებიც შეაფასა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი