საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად ბოლო 6 თვეში ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთა 1782 პირს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა კი 696 მსჯავრდებულს მიესაჯა. ზოგადად, თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე წლის ტენდენციას, ვნახავთ, რომ იკლებს როგორც მსჯავრდებულთა რაოდენობა, ასევე იცვლება სასჯელის განსაზღვრის ფორმებიც.
მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე უფრო მეტ პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვიდრე დააპატიმრეს. აქვე გაგაცნობთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის სტატისტიკურ მონაცემებსაც. აქ გასულ წელს სისხლის სამართლის 1337 საქმე განიხილეს. მათგან 732 შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.