28 მარტიდან დღემდე ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლებით საქართველოს 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურთა სტატისტიკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა დღეს მედიას გააცნო. შეხვედრაზე მან ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის OPEN პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე გაამახვილა. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეთა 83% მიიჩნევს, რომ ქვეყნას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს და მოსახლეობის ნახევარზე მეტი კი ევროკავშირს ენდობა.