#64 უბანზე დაფიქსირებულ სარჩელის განხილვას ხმაური მოყვა კომისიის სხდომაზე. საქმე შესწორების ოქმის არასწორ შედგენას ეხებოდა. საჩივრები "სამართლიან არჩევნებსა" და "ნაციონალურ მოძრობას" ჰქონდათ დაწერილი. მომჩივანები #64 უბნის ბიულეტენების თავიდან გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის #79 ოლქმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "ნაციონალური მოძრაობის" 8 საერთო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საარჩევნო უბნის წევრებს დისციპლინური გადაცდენის გამო გაფრთხილება მისცა. ოლქში შესული 12 საჩივრიდან კი 4 სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ განიხილეს.
საჩივრების უმეტესობა შემაჯამებელი ოქმების არასწორ შევსებას და ბიულეტენების დისბალანსს ეხებოდა.
ბათუმის მე-14 და 88-ე საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს და მდივანს გაფრთხილება მიეცათ. ამ უბნებზე ბიულეტენების საერთო რაოდენობა გაბათილებულ და გამოყენებულ ბიულეტენების ოდენობას არ დაემთხვა.
უბნებს ხელახლა გაფრთხილების მოთხოვნით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის #79 ოლქში სულ 31 საჩივარი შევიდა, 19 მათგანი ოლქმა უკვე განიხილა.