საბოლოო მონაცემებს ცესკო 9 ნოემბერს გამოაქვეყნებს

23 ოქტომბერი 2017, 00:00 2754 ნახვა

ახალი მოწვევის საკრებულოები უფლებამოსილების შესრულებას, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს შეუდგებიან. არ არის გამორიცხული ცესკო-მ ყველა მუნიციპალიტეტში პირველი სხდომა ერთ დღეს დანიშნოს. ამ თარიღის განსაზღვრა არჩევნების შედეგების შეჯამებასა და საარჩევნო დავებზეა დამოკიდებული. მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩვენო კომისიებს საბოლოო შედეგების შესაჯამებლად 11 დღიანი ვადა აქვთ.

21 ოქტომბერს, ქვეყანაში რეგისტრირებული ამომრჩევლების დაახლოებით ნახევარმა 59 თვითმმართველი თემისა და 5 თვითმმართველი ქალაქის საკრებულო აირჩია. წინასწარი მონაცემებით, ვერ გამოიკვეთა გამარჯვებული მერი ერთ ქალაქსა და 5 თემში. აქ პოლიტიკურ სუბიექტებს რესურსისა და ძალების მობილიზება კიდვ ერთხელ მოუხდებათ. ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მმართველი პარტია, ორ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობას,” ეს იმ შემთხვევაში თუ ისინი უარს არ იტყვიან მეორე რაუნდში მონაწილეობაზე, ასევე ორ შემთხვევაში დამოუკიდებელ კანდიდატს, ერთ მუნიციპალიტეტში “პატრიოტთა ალიანსს,” ერთში კი “კუკავა - ლორთქიფანიძის” კანდიდატს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთ თემში, თიანეთში, სადავო გახდა მერის არჩევნების შედეგები, კერძოდ, ოპოზიციონერი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ხელმეორედ გადათვლის შედეგად, მას ხმები წაართვეს და გააბათილეს, ეს იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” გაემარჯვა. აქ მმართველი პარტიის კანდიდატმა, ოფიციალური მონაცემებით სულ რაღაც 4 ხმით მოიგო. ხელმეორე გადათვლამდე კი “ქართული ოცნების” კანდიდატს მეჭიაური 7 ხმით უგებდა. “სამართლებრივი გზა უნდა მოიძებნოს, რომ თამაზ მეჭიაური და მისი ამომრჩევლები დარწმუნდნენ ობიექტურობაში,” – ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი