„ოპონენტ პარტიას კარუსელების ხილვა გუშინ მხოლოდ 6 მაისის პარკში შეეძლო’’ -ლადო მგალობლიშვილი

22 ოქტომბერი 2017, 00:00 2552 ნახვა

‘’ქართული ოცნების’’  შტაბში ლადო მგალობლიშვილმა განცხადება გააკეთა. მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ‘’გუშინ მოქალაქეებმა  სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღეს. მხარი დაუჭირა ‘’ქართულ ოცნებას’’. ჩვენ ყველა ოლქში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ოპონენტებს შანსი არ დავუტოვეთ’’.

ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა. ბრალდებებს უსუსური და უარგუმენტო უწოდა.

‘’ამ ბრალდებებზე სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლებელია. ხუმრობით ვთქვი, რომ ოპონენტი პარტიების  წარმომადგენლებს კარუსელების ხილვა გუშინ, მხოლოდ  6 მაისის პარკში შეეძლოთ. არანაირი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი.  ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ აუდიო და ვიდეო ჩაწერაში  პროფესიონალია. რამე რომ ყოფილიყო აუცილებლად გაასაჯაროვებდნენ.  აქედან გამომდინარე ისინი ქმნიან ალიბს თუ რატომ წააგეს’’ - განაცხადა ‘’ქართული ოცნების’’ დეპუტატმა. 

ამავე კატეგორიაში