მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების გადამოწმება და ელექტრონულ პორტალზე ატვირთვა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც.
ოლქმა 102-ვე უბნიდან მონაცემების მიღება დილის 6 საათისთვის დაასრულა. ბათუმში აჭარის მასშტაბით ყველაზე პასიური იყო ამომრჩეველი. საკუთარი არჩევანი გააკეთა 50 770-მა მოქალაქემ.