ცესკოს მონაცემებით 17:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 36.71 % შეადგინა

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2863 ნახვა

17:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71 % -ს შეადგინა. საკუთარი არჩევანი 1 262 809 ადამიანმა უკვე დააფიქსირა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია.

აქტივობის მაჩვენებელი თითქმის იმეორებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩვენების მაჩვენებლებს. ცესკო-ს ცნობით, 2014 წელს ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 43.31% შეადგინა, ხოლო 17:00 საათისთვის ეს მონაცემი მაშინ 34.64%-ი იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი