რუსთავი 2 და ობიექტივის ჟურნალისტებმა საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახა

21 ოქტომბერი 2017, 00:00 3887 ნახვა

ბათუმში, "რუსთავი 2"-სა და "ობიექტივის" ჟურნალისტებმა საარჩევნო უბანთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.  ჟურნალისტებმა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანთან, სამარშუტო ტაქსსა და მსუბუქ ავტომობილში მოქალაქეები სათადარიგო სიებით დააფიქსირეს. ჟურნალისტები ყვებიან, რომ მათ გამოჩენას აქტივისტების გაღიზიანება მოჰყვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს: 

"ვფიქრობ, იყვნენ  "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც მოქალაქეების უბანზე მოყვანას ცდილობდნენ. გვქონდა ინფორმაცია, რომ   ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ამის გადაღებას ვცდილობდით. მხოლოდ რამდენიმე კადრი გვაქვს, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ და იძულებულები გავხდით გამოგვეძახებინა საპატრულო პოლიცია" - ამბობს "რუსთავი 2" ჟურნალისტი თეა ვაშალომიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე დაიწყო წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი