 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს 79-ე ოლქის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ციალა შავაძე სუს-თან თანამშრომლობის ფაქტს აბსურდულს უწოდებს.
მირდატ ქამადაძე დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სავარაუდოდ მონაცემებს სუს-ში აგზავნის. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კი ამომრჩეველთა მობილიზებას ახორციელებენ და ისინი კონკრეტულ უბნებზე მიჰყავთ.’’
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            