36 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა

21 ოქტომბერი 2017, 00:00 12197 ნახვა

რამდენიმე საათის წინ ბათუმში, 36 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა.  როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სუიციდს. დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ფაქტი გამთენიისას მოხდა. 

შემთხვევა ბარცხანის დასახლებაში მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი