წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი გამგებლების ნაცვლად მერებს აირჩევენ. ცვლილება თვითმმართველობის კოდექსში 2014 წლის დასაწყისში შევიდა. ზოგადად, ეს თანამდებობა არჩევითი 3 წლის წინ გახდა. გამგებლები მოქალაქეებმა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას პირველად აირჩიეს, მანამდე მათ აჭარის შემთხვევაში, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავდა. ახლა ამ პოზიციას, ისევე როგორც ქალაქებში, მერი ჰქვია.
მერები 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული. გამარჯვებისთვის კანდიდატმა უბანზე მისული ამომრჩევლების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ანუ, კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 50%-ზე მეტ ხმას მიიღებს. თუ ამ ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, დაინიშნება არჩევნების მეორე ტური.