სროლა “ქართული ოცნების” შტაბთან

20 ოქტომბერი 2017, 00:00 2554 ნახვა

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. კანდიდატის გარდა, დაჭრილია მისი თანმხლები სამი პირი. მათგან ორი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

ოპოზიცია მომხდარს, შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებს, რასაც “ქართულ ოცნებაში” გამორიცხავენ. ფაქტის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, მესამე სექტორი. მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი