21 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2 ათას 58 წევრს და 64 მერს აირჩევენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი, ერთი საინიციატივო ჯგუფი, 71 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, 31 საერთაშორისო ორგანიზაცია და 82 მედიასაშუალებაა რეგისტრირებული.