წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს დღეს მმართველი პარტიის წევრებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა, დადებითად აფასებს გარემოს გიორგი კვირიკაშვილი, კენჭისყრის დღისთვის ემზადება შინაგან საქმეთა სამინისტრო. საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ. საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა ამომრჩევლებს საქართველოს პრეზიდენტმა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            