ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ე,წ ვიზიტს იტალიაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც გამოეხმაურა. “ოფიციალური რომი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ აღნიშნულ შეხვედრას, თუ იგი რეალურად შედგა, ვერ ექნება ოფიციალური ხასიათი”- აცხადებენ სავაჭრო- სამრეწველო პალატაში. იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანებასთან გაფორმებულ მემორანდუმში კი, აღნიშნულია, რომ ისინი მხოლოდ აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ.