ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს წევრებმა და სხვადასხვა ომში მებრძოლებმა დღეს გვირგვინით შეამკეს გმირთა ხეივანში მდებარე ჟიული შარტავას ძეგლი და პატივი მიაგეს სოხუმის ბოლო მცველებს.
აფხაზეთის, აგვისტოს და მეორე მსოფლიო ომის, ასევე ავღანეთის მისიაში მებრძოლი 4000-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული აჭარაში. როგორ და როდის აფასებს გმირებს სახელმწიფო? რა შეღავათებით სარგებლობენ ვეტერანები და რას ითხოვენ ომის მონაწილეები? გიორგი წეროძე მოგვიყვება.