სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანზე

18 ოქტომბერი 2017, 00:00 3551 ნახვა

მართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა საარჩევნო უბანზე. იმის გარდა, რომ ხულოს მე-15 უბანი, პაქსაძეებში, სამუშაო საათებში დაკეტილი დაგვხვდა, მისი გახსნის შემდეგ ამავე უბანზე სოფო შავაძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა იპოვა.

აკრძალულ შენობაში აკრძალული აგიტაციისა და სავარაუდო დარღვევის შესახებ ოლქში “მთავარისგან” გაიგეს. წვიმის წყალი ჩავიდა კორტოხის მე-16 უბანზე, ამიტომ ამ უბნის ადმინისტრაცია სხვა ოთახში დაგვხდა. დღეს დაკეტილი იყო გელაძეების უბანიც. ფაქტები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში შეაფასეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი