ქობულეთში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობა იწყება. შენობაში განთავსდება მოლეკულური ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, სამკურნალო მცენარეთა და ბიომრავალფეროვნების კვლევის ლაბორატორია.
ასევე 5 ჰექტარ ფართობზე მოეწყობა საცდელი ნაკვეთი, სადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების კვლევა მოკვლევა. კვლევითი ცენტრის მშენებლობა 2018 წლის ივნისში დასრულდება და იგი აჭარის მთავრობისა და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.