სპორტი მთავარში

17 ოქტომბერი 2017, 00:00 1640 ნახვა

1. ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და საუკეთესო გუნდის ტიტული მესამედ მოიპოვა. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, კლუბ „ნონას“  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა. ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 12 კლუბი მონაწილეობდა. გუნდ „ნონას“  მოჭადრაკეებმა 7 შეხვედრიდან  11 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დამატებითი მაჩვენებლის წყალობით დაიკავეს. მე-2 ადგილზე აზერბაიჯანული კლუბი „ოლდარ ურდუ“ გავიდა ასევე 11 ქულით, III-IV ადგილები კი 10-10 ქულით ბელორუსიის  და  რუსეთის კლუბებმა გაინაწილეს.  ქართველი მოჭადრაკეებიდან პირად დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა, ბრინჯაოს მედალი აიღო ბელა ხოტენაშვილმა.სულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ „ნონა“ ორჯერ უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში  ქართული გუნდი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

2. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა ცნობილი არბიტრი,ევროპის წამყვანი სანაკრები და საკლუბო ტურნირების ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი, სერბი სპეციალისტი - დრაგან ნეშკოვიჩი. მასთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც სერბი სპეციალისტი ფედერაციაში „ეროვნულ ინსტრუქტორად“ იმუშავებს. ნეშკოვიჩი დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს, სუპერთასს და სუპერლიგის პირველ ტურს დაესწრო. მან უკვე ჩაატარა პირველი სამუშაო შეხვედრა ქართველ მსაჯებთან. უახლოეს მომავალში შეიქმნება პოტენციური მსაჯების ჯგუფი, რომელთანაც იმუშავებს დრაგან ნეშკოვიჩი და მათ სამსაჯო კარიერის წარმატებულად დაწყებაში დაეხმარება.  

3. ფარიკაობა - სპორტის სახეობა რომელიც საქართველოში მე-19 საუკუნის 70 იანი წლებიდან არსებობს და განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა. აჭარაში კი პირველი სექცია 1950  წელს დაარსდა, ბათუმელი მოფარიკავეების სავარჯიშო და საშეჯიბრო რეალობას ჩვენი კორესპოდენტი ია სართანია გაეცნო.

4. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. ევროპა ტურის ორი ცენტრალური მატჩისთვის ემზადება - სანტიაგო ბერნაბეუზე H ჯგუფის ორი ლიდერი მადრიდის რეალი და ტოტენჰემი ითამაშებენ, ხოლო მანჩესტერი სიტი - იტალიურ ნაპოლის უმასპინძლებს. პარარელურად კიდევ 6 შეხვედრა იქნება :ე ჯგუფში:    მარიბორი ლივერპული და სპარტაკი - სევილია ეფ ჯგუფში:  ფეინოორდი - შახტარი G ჯგუფში: მონაკო - ბეშიქთაში , ლაიპციგი - პორტო H ჯგუფის მეორე შეხვედრა კი აპოელსა და  დორტმუნდს შორის გაიმართება.

5.  ციურიხში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფლეი-ოფების კენჭისყრა გაიმართა, სადაც 8 ეროვნული ნაკრები დაყწვილდა, რომელთაგან 4 გამარჯვებული რუსეთში თამაშის უფლებას მოიპოვებს.კენჭისყრაზე, გუნდები ასე გადანაწილდნენ: ჩრდილოეთ ირლანდია - შვეიცარიას შეხვდება ხორვატია - საბერძნეთს დანია - ირლანდიას ხოლო შვედები - იტალიელებს დაუპისპირდებიან.გუნდები პირველ შეხვდრებს 9 და 11 ნოემბერს გამართავენ, განმეორებითი მატჩები კი 12-14 ნოემბერს შედგება.

ამავე კატეგორიაში