საკაბელო ოპერატორების პროტესტი და მაუწყებლობიდან გათიშული 6 არხი. მიზეზად ის თანხა, სახელდება რომელსაც სიგნალის გავრცელებაში “მედია რაითს ჯორჯია” საკაბელოებისგან ითხოვდა.
ეს კომპანია ზემოთჩამოთვლილ არხებს აერთიანებს. საკაბელოებს გადაწყვეტილებას უწუნებენ ტელევიზიების ხელმძღვანელები. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. აცხადებენ, რომ საკითხი შეისწავლეს და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს.