ქედაში ''ქართულ ოცნებას' მუქარაში ადანაშაულებენ

17 ოქტომბერი 2017, 00:00 3982 ნახვა

“პატრიოტთა ალიანსის“  კანდიდატი ქედაში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრს მუქარაში ადანაშაულებს.

მანუჩარ კახიძე, რომელიც ქედაში „პატრიოტთა ალიანსის“ მახუნცეთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატია ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ,  რამაზ თავდგირეიძემ   ღამით შეხვედრა სთხოვა: „სახლიდან მოშორებით წამიყვანეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს და მაგინეს. შეზღუდული შესაძლებლობებს მქონე პირი ვარ, ეტლით ვსარგებლობ, მითხრეს თუ კი პიარკამპანიას და ტყუილებს თავს არ დაანებებ, ეტლს თავზე დაგამტვრევთო“.

კახიძე ვარაუდობს, რომ ოპონენტების გაღიზიანება მის აქტიურ  წინასაარჩევნო კამპანიას მოჰყვა.

მაჟორიტარობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირწმუნება, რომ მუქარა მისი შტაბის წევრებზეც ხორციელდება.  ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის წარმომადგენლებს  მიაწოდა, თუმცა სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს.

ბრალდებებს ადრესატმა უპასუხა. რამაზ თავდგირიძის განცხადებით, მანუჩარ კახიძესთან არც სატელეფონო და არც პირადი კომუნიკაცია  არ ჰქონია. იცნობს, თუმცა უკვე წლებია არ ეკონტაქტება.

„ამ ადამიანთან წლების წინ მქონდა შეხება და ყოველთვის შარში ეხვეოდა. პოლიტიკურად ძალიან განადგურებულია, არანაირი რეიტინგი არ აქვს და ამის გამო რაღაცეებს მიედ-მოედება. ადრე ჩვენთან თანამშრომლობდა, „ქართული ოცნების“ კომისიის წევრი იყო“ - ამბობს რამაზ თავდგირიძე.

ფაქტის შესახებ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქედის მერობის კანდიდატმა როსტომ შერვაშიძემ ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი