ძლიერი წვიმის შედეგად ჭვანის თემთან მისასვლელი ხიდი ნაწილობრივ ჩაინგრა. ხიდზე გადასვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვისაა დასაშვები.
ხიდით სამი თემის - ჭვანის, წყალსაყრისა და ბარათაულის მოსახლეობა სარგებლობს. ადგილობრივები საჭიროების შემთხვევაში შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.
შემთხვევის ადგილზე აჭარის საგზაო დეპარტამენტის შუახევის წარმომადგენლები იმყოფებიან.