საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2028 ნახვა

დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით "ცესკოს" პრეს - სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, დააკვირდება 2 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 დამკვირვებელი.

21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის ბიულეტენი. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. “ცესკოს” ინფორმაციით, საბოლოო მონაცემებით, 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი.

ამავე კატეგორიაში