მერობის კანდიდატის კამპანია

14 ოქტომბერი 2017, 00:00 3390 ნახვა

“ქართული  ოცნების”  ბათუმის  მერობის  კანდიდატი ლაშა კომახიძე   აჭარის  მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად  დღეს ძველი ბათუმის  ტერიტორიაზე ამომრჩეველს შეხვდა.  შეხვედრას “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი და ძველ ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც ესწრებოდნენ.

  მერობის კანდიდატმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო  პრიორიტეტებსა და პროექტებს, რომლის განხორციელებასაც ლაშა კომახიძე გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ადგილობრივების ნაწილი პირველ რიგში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი