,, მეტი შეგვიძლია’’- ასე ქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც აჭარის საჯარო და კერძო სკოლებში იმიტირებული არჩევნები ტარდება.
მას საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. იგი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ტარდება და მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება, ხელშეწყობა და განვითარებაა.