მოდა ბეწვეულის გარეშე

12 ოქტომბერი 2017, 00:00 1929 ნახვა

იტალიური მოდის სახლი ''გუჩი'', 2018 წლიდან ბეწვეულის გამოყენებაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მარკო ბიზარიმ გააკეთა.

ბიზარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია შეწყვეტს ცხოველების ბეწვის გამოყენებასა და რეკლამირებას. ყველა დარჩენილი ბეწვის სამოსი საქველმოქმედო აუქციონზე გავა, ხოლო მიღებული შემოსავალი ცხოველების დაცვის ორგანიზაციას გადაეცემა. აქამდე ბეწვეულის გამოყენებაზე უარი თქვეს ჰუგო ბოსმა, კელვინ კლაინმა, ჯორჯო არმანიმ და რალფ ლორენმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი