პრემიერ მინისტრი მთავრობის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყებასაც გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, ეს იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების საშუალება. მისივე თქმით, საქართველო ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება.