რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე დღეს პრეზიდენტს მიმართავს. უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბრისთვის გეგმავს. პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს. საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო.