''ქალაქური თამაშები'' დაიწყო

18 ივნისი 2016, 00:00 3617 ნახვა

''ქალაქური თამაშები'' დაიწყო. დღეს სპორტული შეჯიბრება გაიმართა, მომდევნო დღეებში კი პროექტის მონაწილეები ინტელექტუალურ და სახალისო დავალებებს შეასრულებენ. გამარჯვებული გუნდი 20 ივნისს გამოვლინდება. პროექტში 80-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. ისინი 11 გუნდში არიან გადანაწილებული. ''ქალაქური თამაშები'' წელს მეორედ ტარდება. ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელ ასპარეზობაზე მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში