რუსეთის აგრესიული ქმედებები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ტერორიზმის საფრთხეები და ინფორმაციული ომის ახალი ტენდენციები - ამ საკითხებზე იმსჯელებენ NATO-ს საპარალამენტო ასამბლეის 63-ე სესიაზე, რომელიც ბუქარესტში დღეს იხსნება.
რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ასამბლეის წევრების მიერ მომზადებულ, რამდენიმე რეზოლუციის პროექტშია საუბარი. NATO-საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიაში ალიანსის 29 წევრი და 23 პარტნიორი ქვეყნის დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ორშაბათს პლენარული სხდომა გაიმართება რომელზეც რეზოლუციას დაამტკიცებენ.