პოლიციის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალს პირდაპირ მერაბ ღოღობერიძეს სდებს. დღეს სასამართლოს წინაშე კახაბერ ბუხრაძე დაკითხეს.
სწორედ ბუხრაძე იყო პირი, რომლის გადადგომასაც მერაბ ღოღობერიძე აქციამდე მოითხოვდა, აქციის მონაწილეები კი მთელი ღამის განმავლობაში სკანდირებდნენ. რას ჰყვება აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი? ლაშა გოგნიაშვილის მსგავსად, ბუხრაძეც ამტკიცებს, რომ აქციის დღეს, ანუ 11 მარტს მას მერაბ ღოღობერიძე დაუკავშირდა.