შავი ზღვის რეგიონის კლიმატის მოდელირება” – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებსა და მეცნიერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უცხოურ პრაქტიკას, ასევე შეისწავლონ თანამედროვე კლიმატის მოდელირების პროგრამა, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს გარემოზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებას.
კონფერენციაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობენ. შეხვედრა უნივერსიტეტსა და ჩრდილო კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და იტალიის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით ტარდება.