პრეზიდენტის ვიზიტი პორტუგალიაში

02 ოქტომბერი 2017, 00:00 1697 ნახვა

პორტუგალიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ლისაბონში, ბელემის სასახლეში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა და მარსელო რებელო დე სოუზამ ბელემის სასახლეში პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში  შეტანილი წვლილისათვის.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ. საქართველოს და პორტუგალიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი