ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მოსამზადებლად მერია კონკურსს გამოაცხადებს

29 სექტემბერი 2017, 00:00 4666 ნახვა

ბათუმის საკრებულომ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, გეგმარებითი დავალების დოკუმენტი დაამტკიცა. უახლოეს პერიოდში ბათუმის მერია საერთშორისო კონკურსს გამოაცხადებს. გამარჯვებული კომპანია ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმას მოამზადებს.

რა დაუჯდება მერიას მიწათსარგებლობის სახელმძღვანელო დოკუმენტი ჯერ უცნობია. ქალაქის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის განმარტებით, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბაზის მოკვლევა დასრულდება. ირაკლი ახალაძის თქმით, ბათუმს გენერალური განაშენიანების გეგმა სავარაუდოდ წელიწადნახევარში ექნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი