მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მიგრაციის ნეგატიური შედეგებია - სოფლები იცლება. ხელისუფლება ხალხის მთაში შენარჩუნებას მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ცდილობს, თუმცა პროცესი მაინც გრძლედება. რაში ხედავენ გამოსავალს ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები?
ამომრჩეველს ტურიზმის განვითარებას და დასაქმებას ჰპირდებიან. განსხვავებული ხედვა აქვს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატს – ზურაბ ტუნაძე ფიქრობს, რომ ახლა ხულოში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მათ მუნიციპალიტეტში არსებული მიწები არ ჰყოფნით, შესაბამისად გამოსავალი არა მოსახლეობის შენარჩუნება, არამედ გასახლებაა.