სასამართლო დავა მაუწყებელსა და მარეგულირებელ კომისიას შორის

26 სექტემბერი 2017, 00:00 2812 ნახვა

ორი სასამართლო დავა საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის, აჭარის ტელევიზიისთვის სიტყვიერი შენიშვნით დასრულდა. მოსამართლეებმა ჯუმბერ ბეჟანიძემ და ლაშა თავართქილაძემ ორივე საქმე სამართალდარღვევად ცნეს, თუმცა ტელევიზიას ადმინისტრაციული სახდელი არ დაეკისრა.  

საქმე ეხება მოძრაობა-,,თავისუფალი საქართველოს"  პოლიტიკურ სარეკლამო რგოლს, სადაც დასახელებული იყო და კადრში ჩანდა ერთ-ერთი მედიკამენტი.  მაუწყებელმა პარტიას წამლის სარეკლამო ნაწილის ამოღების მოთხოვნით წერილობით მიმართა, რადგან მსგავსი შინაარსის რგოლი ეთერში ვერ გავიდოდა. პარტიამ კი კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა.  

უწყებამ მაუწყებლის შესახებ კანონის 63-ე მუხლით ისარგებლა და აჭარის ტელევიზიას მიმართა, რომ ის სარეკლამო რგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი არ არის, ვალდებულია რეკლამა ეთერში განათავსოს. მეორე საქმე კი 8, 12  და 13 სექტემბერს მაუწყებლის ეთერში გასული “ევროპული საქართველოს” პოლიტიკურ რეკლამას შეეხებოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ბრალდებით, ვიდეო რგოლს - “უფასო პოლიტიკური რეკლამა” არ ეწერა. ტელევიზიის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ 14 სექტემბერს დაშვებული შეცდომა უკვე გამოსწორებული იყო, ხოლო ოქმი 19 სექტემბერს შედგა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი