საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შესაძლოა დღეს დაამტკიცონ

26 სექტემბერი 2017, 00:00 2196 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმაზე თითქმის ერთი წელია განიხილავენ, შესაძლოა დღეს დაამტკიცონ. უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ახალი კონსტიტუცია ქვეყანას ზიანს მოუტანს, მმართველ გუნდში კი მიიჩნიათ, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით იამაყებენ.  იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა მალე ქვეყანას ახალი კონსტიტუცია ექნება, დღემდე ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის რიგ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. პრეზიდენტის არჩევის წესი, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და ბლოკების შექმნის უფლების გაუქმება და კიდევ რამდენიმე ცვლილებაზე აზრთასხვადასხვაობაა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად ,,ევროპული საქართველოს” წევრებმა დარბაზი დატოვეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი