საქართველოს საგარო უწყების განცხადება

16 ივნისი 2016, 00:00 3680 ნახვა

დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება. განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ ყველა ძირითად პრიორიტეტს, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, და საქართველოსა-ევროკავშირს შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ისაუბრებენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, მრეწველობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, დასაქმებასა და სოციალურ პოლიტიკაზე, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე, განათლებასა და კულტურაზე. საუბარი ასევე შეეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს.  კომიტეტის სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას

ამავე კატეგორიაში