პროტესტის მეორე დღე

16 ივნისი 2016, 00:00 3652 ნახვა

სოფელ მახალაკიძეებში საპროტესტო აქცია გრძელდება. მეორე დღეა შეჩერებულია  გვირაბის მშენებლობა და   გადაკეტილია  მასთან მისასვლელი გზა. აქციის  მონაწილეებთან შესახვდრად ამ დრომდე არავინ არ მისულა.  ისინი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსა და კომპანია “აჭარის- წყალი ჯორჯიას”   წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. დეტალური გეოლოგიური საინჟინრო კვლევის  დაწყებამდე სოფელ  მახალაკიძეების მოსახლეობა საპროტესტო  აქციის შეწყვატას არ აპირებს. ისინი ერთი თვის წის აჭარის გეოლოგთა ჯგუფის მიერ შესწავლილ დასკვნებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ სოფელში გვირაბის მშენებლობამ საფრთხე ყველა ოჯახს შეუქმნა. 

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში