პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის ათეული

21 სექტემბერი 2017, 00:00 3912 ნახვა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია დაარეგისტრირა.  სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა. მეორე ნომერი ლევან ანთაძე, რომელიც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა. ის  „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატიცაა. სიაშია ნოდარ დუმბაძე. ის ორი მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრია.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის ათეული კი ასე გამოიყურება: მირდატ ქამადაძე, ლევან ანთაძე,  ნოდარ დუმბაძე,  კახა კუნჭულია,  როინ ზოიძე, მანანა ილურიძე,  ლია მგელაძე, გელა დეკანაძე,  გივი ნახუცრიშვილი და ნაზი ფუტკარაძე. 

ათეულში არ არის ბათუმის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. ის წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 

ამავე კატეგორიაში