სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა დღეს გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 661 ბავშვი გახდება. ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 32 ათას 635 ნათლული ჰყავს.
ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მიბრძანდება, შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. აღნიშნულის მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.